Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფეისბუკზე" აფასებს.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", - წერს წულუკიანი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 21 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

"სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ...

ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG