Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება - გამყრელიძე


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ გულისხმობდა 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს.

"ჯერჯერობით 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციაზე... ჩვენ რომ ვამბობთ, კოლექტიურ, საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს, რომ იყოს იმუნური ფენა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს", - თქვა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის ხარჯები გათვლილია და მერყეობს 65 მილიონიდან 170 მილიონამდე. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 245 789 შემთხვევა, სულ გამოჯანმრთელებულია 229 196, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 893-ია. ამ დრომდე ქვეყანაში მოსახლეობამ არ იცის, რომელი ვაქცინით დაიწყება ვაქცინაცია.

XS
SM
MD
LG