Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აღნიშნავს სახელმწიფო დროშის დღეს


14 იანვარი საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა. ან დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოფენენ საქართველოს დროშებს.

ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ:

"14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონე ადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს, დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს".

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

XS
SM
MD
LG