საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების ანტისემიტური შინაარსის ქადაგებებს ეხებოდა, „ტვიტერზე" დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ის დაუპირისპირდა ანტისემიტურ განცხადებებს.
„ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში", - წერს ზალკალიანი
როგორც ისრაელის ელჩი აღნიშნავს, „ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს".