Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეწამყვანი ლარი კინგი ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსის დიაგნოზით


ცნობას ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლის, მსახიობისა და რადიოწამყვანის ლარი კინგის ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გადაყვანის თაობაზე ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC ავრცელებს.

87 წლის ლარი კინგს 2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო 2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ებრძვის ფილტვის კიბოს.

გავრცელებული ცნობით ტელეწამყვანი უკვე ერთი კვირაა ჰოსპიტალიზებულია.

ლარი კინგის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო რადიო WAHR-ზე 1957 წელს. 1985-2010 წლებში მიჰყავდა Larry King Now ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში.

XS
SM
MD
LG