Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს


რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ, სამთავრობო უწყებების და კერძო კომპანიების ქსელებში შეაღწიეს, შეძლეს მაიკროსოფტის წყაროს კოდის მოპოვება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სოფტვერის და საოპერაციო სისტემების ასაგებად - განაცხადა ტექნოლოგიის გიგანტმა კომპანია მაიკროსოფტმა 31 დეკემბერს.

მანამდე, მაიკროსოფტმა აღიარა, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებების და სხვა ფირმების მსგავსად, მან ჩამოტვირთა მავნებელი SolarWinds-ის სოფტვერის განახლება, რამაც ჰაკერებს მის ქსელებში შეღწევის საშუალება მისცა. მაგრამ ბლოგპოსტში გამოთქმული ახალი ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი ჩაიგდეს ხელში, ახალია და შეშფოთებას აღძრავს ჯაშუშთა მიზნების შესახებ.

კომპანიას არ დაუზუსტებია კოდის რომელი ნაწილი მოიპოვეს ჰაკერებმა. მაიკროსოფტის თქმით, ჰაკერებმა რამდენიმე შიდა ანგარიშში შეაღწიეს, თუმცა რომელიმე კოდის ან საინჟინრო სისტემის შეცვლის ნებართვა არ ჰქონდათ. არაფერი შეცვლილა მანამ, სანამ "ამ ანგარიშებს გამოიძიებდნენ და გამოასწორებდნენ" - აცხადებს კომპანია.

"ამ აქტივობას საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია ჩვენი სერვისების, ან მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება, მაგრამ გვსურს გამჭვირვალე ვიყოთ.და გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ, ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ, ძალიან დახვეწილ აქტორთან ბრძოლაში" - აცხადებს მაიკროსოფტი.

აშშ-ის მთავრობა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები კვლავ ცდილობენ ჩასწვდნენ სრულ მასშტაბს ჰაკერული თავდასხმისა, რომელიც მარტში დაიწყო.

XS
SM
MD
LG