Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მას ელის დაძაბული წელი საერთაშორისო სასამართლოში მათ შორის საქართველოსთან 2008 წლის ომის გამო


ახალი წელი იქნება დატვირთული საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე განხილვებით, -ამის შესახებ განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) რუსეთის ფედერაციის რწმუნებულმა, მიხაილ გალპერინმა, რომელმაც დასძინა, რომ მარტო 2021 წლის ინავარში რუსეთს სამი სასამართლო განხილვა ელოდება.

„უკვე გასაგებია, რომ ჩვენ გველოდება დაძაბული წელი საერთაშორისო განხილვების თვალსაზრისით. მრავალი პროცესუალური მოვლენა გადმოვიდა განვლილი წლიდან, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების ნიშნით მიილია. ამიტომ უცხოეთის და საერთაშორისო სასმართლოები კვლავ კრეფენ სიჩქარეს“, - განაცხადა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში გალპერინმა.

რუსეთის წარმომადგენელს მხედევლობაში ECHR-ის გადაწყვეტილება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადებს საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების თაობაზე.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადეს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა.

ლაპარაკია საჩივარზე, რომელიც, სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა; პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და ესენია:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

სექტემბერში კი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში უკვე დაგეგმილია საჯარო სხდომა საქმეზე „უკრაინა და ნიდერლანდი რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გალპერინმა.

XS
SM
MD
LG