26 დეკემბერს წლის მთავარი ლიტერატურული პრემია „საბა" 9 ნომინაციაში გამარჯვებულ შემდეგ ავტორებს გადაეცათ:
1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მაია ცირამუას წიგნისთვის „მშვიდობით, ძია გერშვინ!“
2. საუკეთესო პიესა - „მარინა რევია“, დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე,
3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია
4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ელზა ახვლედიანს, „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“.(ემა ვიგოდსკაია)
5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე
6. წლის საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა აბულაძის, „გასეირნება დროთა სივრცეში“
7. საუკეთესო პოეტური კრებული - ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ და ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“
8. წლის საუკეთესო რომანისათვის - მწერალ ბესო სოლომანაშვილის რომანს „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა.“
9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პოეტ ბათუ დანელიას.
კორონვირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების გამო საქართველოში წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა „საბა" მეთვრამეტედ, ამჯერად განსხვავებულად - ონლაინ ფორმატით ჩატარდა.
ყველაზე პოპულარული
1