Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შეტაკებები მოხდა დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის


მემარჯვენე-რადიკალური ჯგუფის, "ამაყი ბიჭების" აქცია ვაშინგტონში.
მემარჯვენე-რადიკალური ჯგუფის, "ამაყი ბიჭების" აქცია ვაშინგტონში.

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რამდენიმე ათასმა მომხრემ გუშინ საღამოს საპროტესტო აქციები მოაწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ-ერთი, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, 12 დეკემბერს გვიან საღამოს ტრამპის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ძალადობაში გადაიზარდა.

ტრამპის მომხრეები აპროტესტებენ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გახდა ჯო ბაიდენი.

თავად ტრამპი არ აღიარებს დამარცხებას. ის დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და თავის საარჩევნო შტაბსა და რესპუბლიკელ მხარდამჭერებს იყენებს სასამართლოში ათობით საჩივრის შესატანად, რათა გაუქმდეს არჩევნების შედეგები. სასამართლოები უარს ამბობენ ამ საჩივრების განხილვაზე.

წუხელ ტრამპის მომხრე მემარჯვენე-რადიკალური ჯგუფის, „ამაყი ბიჭების“ წევრები ვაშინგტონის ქუჩებში დაუპირისპირდნენ მემარცხენე ძალებს, რომლებშიც შედიოდნენ „ანტიფასა“ და Black Lives Matter-ის წევრები. პოლიციის ცნობით, ოთხ ადამიანს დანით აქვს მიყენებული ჭრილობები. არ არის ნათელი, რომელი მხარე იყო თავდამსხმელი და რომელი - მსხვერპლი.

ვაშინგტონის შტატის დედაქალაქ ოლიმპიაში ტრამპის მომხრე მომიტინგემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა „ანტიფას“ წევრი.

ორ მხარეს შორის შეტაკებები მოხდა ასევე კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოშიც.

XS
SM
MD
LG