Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში პრემიერზე ოპოზიციის ზეწოლა იზრდება, მას გადადგომის მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს  


 საპროტესტო გამოსვლა ერევნის ცენტრში, 5 დეკემბერი, 2020 წელი.
საპროტესტო გამოსვლა ერევნის ცენტრში, 5 დეკემბერი, 2020 წელი.

სომხეთის ოპოზიცია გააქტიურდა და გაზარდა ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინაიანზე, რომელსაც გადადგომისკენ მოუწოდებენ მთიანი ყარაბაღის თაობაზე რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანთან დადებული საზავო შეთანხმების გამო.

20 ათასამდე ადამიანი მივიდა ერევნის ცენტრალურ მოედანზე და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „მოღალატე ნიკოლი“ და „სომხეთი ნიკოლის გარეშე“. დემონსტრანტები შემდეგ ფაშინიანის ოფიციალური რეზიდენციისკენ გაემართნენ.

სომხეთი პოლიტიკურ კრიზისში ჩაიძირა მას მერე, რაც სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გამო 44-დღიანი ომი ჰქონდა აზერბაიჯანთან და 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით დადებული შეთანხმებით აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. შეთანხმება სომხეთში ბევრმა კაპიტულაციის ტოლფასად მიიჩნია.

სომხეთის ოპოზიციური ძალები მოითხოვენ ფაშინიანის გადადგომას იმის გამო, თუ ამ ეტაპზე კონფლიქტის დასრულების როგორ პირობებს დათანხმდა ის. მათ დემონსტრაციის დროს ფაშინიანს წაუყენეს ულტიმატუმი, რომ თუ არ გადადგება 8 დეკემბერამდე, საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

ულტიმატუმი ფაშინიანს წაუყენეს მას მერე, რაც ოპოზიციურმა ძალებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი დაასახელეს „გარდამავალი, ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

XS
SM
MD
LG