Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ პირველად გაასაჯაროვა სამხედრო დანაკარგები - ბრძოლებში დაღუპულია 2783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი


აიბენიზ ხასანოვა, 29 წლის ჯარისკაცის დედა, შვილის საფლავზე, ქალაქ აღდამის მახლობლად
აიბენიზ ხასანოვა, 29 წლის ჯარისკაცის დედა, შვილის საფლავზე, ქალაქ აღდამის მახლობლად

მთიან ყარაბაღის გარშემო მიმდინარე 45 დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა 2783 ჯარისკაცი, მათგან 103 დაღუპულის იდენტიფიცირების პროცესი დღემდე გრძელდება.

ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტროს ოფიციალურ ცნობაში, რომელიც სეპარატისტული ყარაბაღის გარშემო ბრძოლების დასრულების თითქმის ერთი თვის თავზე გამოქვეყნდა.

სამხედრო უწყების თანახმად, დაახლოებით 100 ჯარისკაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ხოლო 1245 სამხედრო მოსამსახურე დღემდე გადის მკურნალობას სამკურნალო დაწესებულებებში.


სამხედრო დანაკარგის შესახებ უფრო ადრე ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა სომხეთმა.
ერევნის თანახმად, მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების დროს სულ მცირე 2400 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ასამდე ჯარისკაცი.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებული სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო.


45 დღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაჯანი რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასტაბიან შეწყვეტასა და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის დაწყებაზე.

ერთობლივი განცხადებით აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ბრძოლებით დაკავებულები ტერიტორიები მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს 1 დეკემბრამდე დაუბრუნა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, რომლებზეც ბაქოს 1994 წლიდან ჰქონდა დაკარგული კონტოლი.

XS
SM
MD
LG