Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან 2 თვის განმავლობაში ინტენსიური ტესტირება ჩატარდება


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად სახელმწიფო ჩაატარებს 20 ათასამდე ტესტს და შესაბამისად გაფართოვდება ტესტირების არეალიც. მანვე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ტესტირებას გააკეთებენ კერძო ლაბორატორიებიც.

"აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანვე აღნიშნა, რომ გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების რაოდენობაც, რომლითაც ინფიცირების დადგენა 20 წუთშია შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG