"იმედის კლინიკის" ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია Facebook-ით თავად კლინიკამ გაავრცელა.
"იმედის კლინიკა" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი. "იმედის კლინიკა" სამძიმარს უცხადებს ზაზა იმერლიშვილის ოჯახს და ახლობლებს", - აცხადებენ კლინიკაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსი 4 780 პირს დაუდასტურდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, ქვეყანაში კორონავირუსი 4-5 ათასამდე სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა.