Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო აცხადებს, რომ მისი არმია უკვე შედის ქელბაჯარის რაიონში


აზერბაიჯანის არმიის შესვლა აღდამის რაიონში
აზერბაიჯანის არმიის შესვლა აღდამის რაიონში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 ნოემბრის დადგომისთანავე აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს შესვლა ქელბაჯარში, მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე აზერბაიჯანის კუთვნილ ერთ-ერთ იმ რაიონში, რომელსაც სომხური სამხედრო დანაყოფები 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდნენ.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღის განმავლობაში გაავრცელებს ქელბაჯარიდან მიღებულ ფოტო და აუდიომასალას.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

მანამდე, 20 ნოემბერს, ერთობლივი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს გადაეცა სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.

1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.

XS
SM
MD
LG