Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გამოეთიშება ღია ცის ხელშეკრულებას, მოსკოვი გმობს მის ამ ნაბიჯს


აშშ ოფიციალურად გამოეთიშება ღია ცის ხელშეკრულებას - 18 წლის განმავლობაში მოქმედ შეთანხმებას იარაღის კონტროლსა და შემოწმებაზე, რომლის დარღვევაშიც ვაშინგტონი ხშირად ადანაშაულებდა მოსკოვს.

ხელშეკრულებიდან გამოსვლა 22 ნოემბერს არის დანიშნული და წარმოადგენს ბოლო დარტყმას იარაღის საერთაშორისო კონტროლის სისტემაზე, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - ის ჩიოდა, რომ ვაშინგტონს ატყუებენ, ან უსამართლოდ ზღუდავენ თავის სამხედრო შესაძლებლობებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 21 მაისს გამოაცხადა აშშ-ის გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რითიც "ღია ცის" ხელშეკრულების სხვა 34 წევრს ექვსი თვით ადრე შეატყობინა ამის თაობაზე, შეთანხმების პირობების გათვალისწინებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებია განცხადება, რომელიც დაადასტურებდა 22 ნოემბერს ხელშეკრულებიდან ოფიციალურად გასვლას, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG