ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2003-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
შედეგები კი ასე გამოიყურება:
- მთაწმინდა: ბექა ოდიშარია - 91,57%; შალვა შავგულიძე 8,43%.
- ვაკე: ნოდარ ტურძელაძე - 93,72%; ელენე ხოშტარია - 6,28%.
- საბურთალო: დავით სერგეენკო - 89,92%; ალეკო ელისაშვილი - 10,08%.
- ისანი: კახა კახიშვილი - 92,15%; ხატია დეკანოიძე - 7,85.
- სამგორი: სოზარ სუბარი - 88,68%; ლევან ხაბეიშვილი - 11,32%.
- დიდუბე-ჩუღურეთი: გია ვოლსკი - 89,95%; ზურა ჯაფარიძე - 10,05%.
- ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი - 91,4%; შალვა ნათელაშვილი - 8,6%.
- გლდანი: ლევან კობიაშვილი - 89,36; ნიკა მელია - 10,64%.
რეგიონების მიხედვით სურათი ასეთია:
- ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: გიორგი ბოტკოველი - 11, 17%, ირაკლი ქადაგიშვილი - 88,83 %.
- მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: ცეზარი ჩოჩელი - 7.47%, შალვა კერესელიძე - 92.53%.
- რუსთავი, გარდაბანი: დავით კირკიტაძე- 10.21%, ნინო ლაცაბიძე - 89.79%.
- ხაშური, ქარელი: ნატო ჩხეიძე - 8.28%, ზაალ დუგლაძე - 91.72%.
- ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: კახა გეწაძე - 8.06%, ბეჟან წაქაძე - 91.94%.
- ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე - 8.08%, ზაზა ლომინაძე - 91.92%.
- ზუგდიდი: მალხაზ ჯალაღონია - 6.12%, ირაკლი ჩიქოვანი - 93.88%.
- ბათუმი: ლევან ვარშალომიძე - 12.19%, რესან კონცელიძე - 87.81%.
- ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: მიშა ბოლქვაძე - 11.81%, ანზორ ბოლქვაძე - 88.19%.
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური:
ქუთაისი - №5 - გრიგოლი შუშანია -7.98%, იოსებ ხახალეიშვილი - 92.02%.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. მათ საარჩევნო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს და არც პარლამენტში შესვლას გეგმავენ.