Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იმერეთში ადგილობრივის გაჩენილმა ხანძარმა მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე დატოვა

იმერეთში ადგილობრივის გაჩენილმა ხანძარმა მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე დატოვა


იმერეთში ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილის მოსახლეობა ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივმა საბურავი დაწვა ცეცხლი კი ინტერნეტპროვაიდერის ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენს გადაედო და სრულად გაანადგურა. შემთხვევა გუშინ, 18 ნოემბერს მოხდა. ინტერნეტის გარეშე ათასზე მეტი აბონენტია დარჩენილი.

კომპანია "აი მაქსიში" აცხადებენ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენთან ერთად განადგურდა გადამცემი სადგური, დენის წყარო და აპარატურა. კომპანიის წარმომადგენლის გელა ჭანტურიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომუნიკაციების 70 % აღდგენილია და საღამომდე სრულად შეძლებენ დაზიანების აღმოფხვრას.

კომპანია მიიჩნევს, რომ გადამცემი სადგური განზრახაა დაზიანებული, რადგან იგი სოფლის მოსახლეობიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით დგას. ჭანტურიძე ვერ საუბრობს მიზეზებზე, რა შეიძლება ყოფილიყო სოფელ პირველ სვირში ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადამცემ სადგურთან საბურავის დაწვის მიზეზი.

"სადგური 2013 წლის შემდეგ ფუნქციონირებს და აქამდე არასდროს გამოუხატავს მოსახლეობას უკმაყოფილება, არც ამ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც სამართალდამცავებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს, იგი ადგილობრივია", - ამბობს ის.

საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის განადგურებისთვის დგება.

XS
SM
MD
LG