„გაყალბებულია“ - საპროტესტო ჯაჭვი რუსთაველზე
18 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „გაყალბებულია“. საპროტესტო ჯაჭვი-აქცია სპეციალურად დაამთხვიეს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს. მოქალაქეებს, რომლებიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, რამდენიმე ასეულ მეტრზე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შექმნილი, ხელში ეჭირათ ცესკოს ოქმების ანალოგი სტიკერები წარწერით „გაყალბებულია" და საქართველოსა და აშშ-ს დროშები. ისინი იდგნენ საგანგებოდ დაკრულ სტიკერებზე - ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით.