Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც რეგიონის მთავარ კოვიდკლინიკაში აცხადებენ, 62 წლის ინფიცირებულო ექიმი, ისლამ საფაროვი ამავე საავადმყოფოში მკურნალობის დასრულების ეტაპზე, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

"რვა დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა. იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა იყო სავსებით სტაბილური, ექიმი კაცი თავადაც აკონტროლებდა თავის მდგომარეობას. მკურნალობის კურსი თითქმის დასრულებული ჰქონდა. გუშინდელი ანალიზებით ყველაფერი, დე დიმერიდან დაწყებული, კლინიკით დასრულებული, ნორმის ფარგლებში, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო ძალიან სასიხარულო. თავადაც აღნიშნავდა, რომ დღეს სახლში უნდა წასულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, გამთენიისას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. ამას არ ველოდებოდით. პალატაში მყოფმა მოასწრო დარეკვა კოლეგებთან. მობილიზდა მთლიანად რეანიმაციული გუნდი და გადაიყვანეს რეანიმაციაში, მაგრამ გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - თქვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ გარდაცვლილ კოლეგაზე.

მისივე თქმით, ექიმს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებში ჩართული იყო უმძიმესი პაციენტების მკურნალობის პროცესში. იგი კორონავირუსით სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 815-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG