Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ჩავიდა დაახლოებით 200 რუსი მშვიდობის დამცველი


რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთში 200-ზე მეტი მშვიდობის დამცველი ჩაიყვანა. რუსეთის მე-15 სამშბიდობო ბრიგადის მეთაურების და ჯარისკაცები, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და კავშირის საშუალება 12 ილ-76 ტიპის თვითმფრინავით გადაისროლეს სომხეთის რესპუბლიკაში.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საერთო რაოდენობა მთიანი ყარაბაღის კონფქლიტის ზონაში დაახლოებით 2000 ჯარისკაცით განისაზღვრა, მათ განკარგულებაში იქნება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 400 ავტომობილი და სპეცტექნიკა.


საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, რუსეთის სადამკვირვებლო პოსტები განლაგდება შეხების ხაზის გასწვრივ მთიან ყარაბღში და ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.


რუსეთის მედიის ცნობით, სამშვიდობო ოპერაციების სარდლობის შტაბი ბინას დაიდებს სტეფანაკერტში.

წუხელ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე ადგილობრივი დროით 10 ნოემბრის შუაღამის 0 საათიდან.

ცეცხლის შეწყვეტის გარდა, სომხეთი ვალდებულებას იღებს 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან.

XS
SM
MD
LG