აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთია კენჭისყრის შედეგების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი მედია-ორგანიზაციების დასკვნა.
აშშ-ის მედიამ გამოაცხადა, რომ პენსილვანიის შტატში არჩევნები მოიგო ჯო ბაიდენმა. მან არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობაზე, საარჩევნო კოლეგიის 270-ხმაზე მეტი მოიპოვა ამ შტატში, რომელსაც 20 ხმა აქვს კოლეგიაში.
აშშ-ის ზოგიერთი მადია საშუალება იტყობინება, რომ ბაიდლენმა მოიგო არიზონაშიც და მოიპოვა კოლეგიის 11 ხმა. Fox News-მა ბაიდენს არგუნა ნევადის 6 ხმაც.
პენსილვანიაში ჯო ბაიდენმა მოიგო 34 400 ხმით და მოაგროვა ბიულეტენების მთელი რაოდენობის 49,6 პროცენტი. ტრამპმა იქ 49,1 პროცენტი მიიმხრო.
AP-მა და სხვა მედია საშუალებებმა ეს დასკვნა გამოაცხადეს ადგილობრივი დროით, 11:30 საათზე (თბილისის დროით 20:30 სთ), რასაც ამერიკის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ხალხის მხრიდან სიხარულის შეძახილები მოჰყვა. ვაშინგტონში ხმის უფლების მქონეთა 90 პროცენტმა ბაიდენს დაუჭირა მხარი.
ბაიდენის, როგორც აშშ-ის 46 პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. იმ დროისთვის ის უკვე 78 იქნება.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და სენტორმა დელავერს შტატიდან, რომელმაც სარეკორდო რაოდენობის, 74,5 მილიონი ამომრჩეველი მიიმხრო, განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია არჩეული იყოს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად და ის შეეცდება მოარჩინოს ქვეყანა ტრამპის პრეზიდენტობის ოთხწლიანი აღმა-დაღმა სვლის შემდეგ. „წინასარჩევნო კამპანია დასრულდა, დროა უკან დავტოვოთ რისხვა და მკაცრი რიტორიკა და გავერთიანდეთ, როგორც ერი. ამერიკის გაერთიანების და გაჯანსაღების დროა, თქვა ბაიდენმა მალევე მას მერე, რაც მედიამ გამოაცხადა, რომ ის არის გამარჯვებული.
ბაიდენი, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იქნება კამალა ჰარისი, პირველი ქალი, პირველი აფრიკელ-ამერიკელი და პირველი აზიელი ამ თანამდებობაზე, ფიცს დადებს 2021 წლის 20 იანვარს, თუ თითოეული შტატის მიერ დამტკიცებული შედეგი და დონალდ ტრამპის სასამართლოში ჩივილი არ შეცვლის საბოლოო ვითარებას.
ბაიდენმა პირველად სენატში ადგილი მოიპოვა 1972 წლის 7 ნოემბერს და ეს თარიღი ამჯერადაც იღბლიანი აღმოჩნდა. ჯოზეფ ბაიდენი ადრე აშშ-ის სენატორი იყო. ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.