Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილანის სასამართლომ გაამართლა უკრაინელი სერჟანტი, ბრალდებული იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობაში


მილანის სასამართლომ 3 ნოემბერს განიხილა აპელიაცია ვიტალი მარკივის საქმეზე და გადაწყვიტა განსასჯელის გათავისუფლება. მარკივი უკრაინაში ბრუნდება, ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ.

სააპელაციო სასამართლოზე საგანგებოდ ჩავიდა იტალიაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, რომელმაც სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა უკრაინელი სამხედროს გათავისუფლების შესახებ.


უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი სერჟანტი, ვიტალი მარკივი ბრალდებული იყო ორი პირის - ფოტორეპორტიორ ანდრეი როკკელისა და მისი რუსი თარჯიმანისა და ჟურნალისტ, ანდრეი მირონოვის მკვლელობაში, 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში მიმდინარე ბრძოლების დროს.


შარშან ქალაქ ასიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ მარკივს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.


მარკივმა უარყო დანაშაულის ჩადენა და განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არ აქვს იტალიელის მკვლელობასთან.

სამშობლოში ვიტალი მარკივი ცნობილია, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი. იტალიის პასპორტის მქონე მარკივი უკრაინაში ჩავიდა, კიევის ცენტრში მაიდანზე ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის მხარდასაჭერად, ხოლო იქიდან მოხალისედ გაემგზავრა დონბასში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ, მარკივის გათავისუფლებას უკვე უწოდა „სამართლის ზეიმი“.

XS
SM
MD
LG