Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წოფი - შერეული სოფელი მარნეულში


წოფი - შერეული სოფელი მარნეულში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00

წოფი სოფელია მარნეულის რაიონში,  ხოჯორნის თემში. ასეთი სოფელი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი საქართველოს მოქალაქეები წლებია ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ, სულ რამდენიმეა. ერთმანეთის ენა ესმით და ერთმანეთის ენაზე ლაპარაკობენ. ყარაბაღის ომი იქ დღეს ყველას აღელვებს და აინტერესებს, თუმცა ომს და სისხლისღვრას არავინ გულშემატკივრობს. სოფელშიც ცდილობენ ამ თემაზე ერთმანეთში არ იკამათონ. დაპირისპირებას და ვითარების გამწვავებას  ყველა ერიდება. წოფი მათი სოფელია - იქ ერთად კიდევ დიდხანს უნდა იცხოვრონ.

XS
SM
MD
LG