Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი" არ შედის პარლამენტში


პარლამენტში შესვლას არ აპირებს პარტია „გირჩი“. როგორც მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „გირჩთან“ ხელი აქვთ მოწერილი შეთანხმებებზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, ამიტომ, „გირჩიც“ უერთდება ამ მოთხოვნას.

„ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება, ჩვენი სლოგანი იყო „გირჩი პარლამენტში“, მაგრამ, ასევე, კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთობა“, - თქვა „გირჩის“ ლიდერმა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „გირჩმა“ მოიპოვა ხმების 2.9%. პარტიას პარლამენტის ოთხი მანდატი აქვს მოპოვებული.

ამ დროისთვის მანდატებზე ასევე უარი თქვა პარტია „ლელომ“.

XS
SM
MD
LG