Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმის მისაცემად მისულ ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა


"ძალა ერთობაშიას" პირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა. ამის შესახებ მას უთხრა კომისიის წევრმა, რომელმაც მის სახელსა და გვარს სიაში ვერ მიაგნო.

როგორც გაირკვა, ბუბა კიკაბიძეს იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში უნდა მიეცა ხმა.

როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცნობილი მომღერალი საარჩევნო უბანზე შესვლას ურიგოდ ცდილობდა და ხალხმა არ შეუშვა. მოგვიანებით მას რიგი მაინც დაუთმეს.

XS
SM
MD
LG