Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანის ორი უბანზე ოპოზიციის სამ წარმომადგენელს შენობა დაატოვებინეს


გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში განთავსებულ 30-ე საარჩევნო უბანი "ლეიბორისტული პარტიის" და "ლელოს" დამკვირვებელს დაატოვებინეს.

"ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, ამ უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს სთხოვეს საკუთარი არჩევანის გასაჯაროება, რაც ლეიბორისტული პარტიის დამკვირვებელმა გააპროტესტა. უბნიდან იგივე მიზეზით გაუშვეს ლელოს დამკვირვებელიც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კიდევ ერთ დამკვირვებელს დაატოვებინეს შენობა სოფელ ველისციხეში განთავსებული მე-14 საარჩევნო უბნიდან.

უბანზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, სალომე მათიაშვილი განმარტავს, რომ უბანზე ხმის ფარულობა დაირღვა ამ ფაქტის გაპროტესტების გამო ის უბნიდან გამოაძევეს.

გურჯაანის მე-9 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები ორივე უბანზე ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიას საქმიანობაში და მათ მიიღეს აღნიშნული პირების უბნიდან გამოძევების გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG