Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა


ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. 67 წლის ექიმს თბილისში კლინიკა "ჯერარსში" მკურნალობდნენ. ის ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილ 14 პაციენტს შორის ერთ-ერთია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს კორონავირუსი 19 ოქტომბერს დაუდასტურდა. დადასტურების შემდეგ იგი თბილისში კლინიკა "ჯერარსში" გადაიყვანეს.

"მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა, გარდა ამისა, მას ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური დაავადება, მეტაბოლური დარღვევები და მსგავსი ჩივილები აწუხებდა", – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ეს გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. ახალქალაქის გარდა, Covid-19-ით გარდაიცვალა ახალციხეში, ვალესა და ნინოწმინდაში სოფელ დილიფის მკვიდრი.

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 13 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ მიზეზით მუნიციპალიტეტში ნინოწმინდიდან და ასპინძიდან დამატებითი ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.

XS
SM
MD
LG