Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ციგური“: ქუჩის მუსიკოსები


„ციგური“: ქუჩის მუსიკოსები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:59 0:00

გურამი აფრიკაში ცხოვრობს, ციცინო გლდანში. ერთი საქსაფონზე უკრავს, მეორე - აკორდეონზე. გურამი უკვე 80 წლისაა, ციცინო 68-ის, მათი დუეტი „ციგური“ (ციცინო+გურამი) კი 5 წელს ითვლის. ისინი ქუჩაში უკრავენ.

ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისში“ გაიცნეს. გურამი მაშინ უკვე გამოცდილი ქუჩის მუსიკოსი იყო. ციცინოს დიდი დრო დასჭირდა, რომ ყოყმანი დაეძლია და ქუჩაში დაეკრა.

ახლა კი ყოველდღე, თავ-თავიანთი ინსტრუმენტით ხელში, ქალაქის ორი სხვადასხვა ბოლოდან მოდიან, ერთმანეთს რომელიმე ხალხმრავალ მეტროსთან ხვდებიან, დაკვრას იწყებენ და მცირე შემოსავალს ინაწილებენ.

„თუ არ გაჩერდები, არც სიბერე მოვა“, - ამბობს გურამი.

„ვიღლები, მაგრამ მიღირს, მუსიკა ჩემი საწვავია“, - ამბობს ციცინო.

გურამი საკუთარ კუთხესა (ახლა სხვის სახლში ცხოვრობს) და ახალ ორლეანში დაკვრაზე ოცნებობს, სადაც ერთხელ უკვე მოუსმინეს; ციცინო კი შვილთან, იტალიაში წასვლაზე ფიქრობს.

ორივეს სჯერა, რომ ოცნება აუსრულდებათ.
XS
SM
MD
LG