Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსის ინფექცია მძვინვარებს ევროპაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რემდესივირის ეფექტიანობას „ცივი წყალი გადაასხა“


კორონავირუსის ინფექცია კვლავაც მძვინვარებს ევროპაში და გაძლიერდა შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში ამ ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, რადგან როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი რემდესივირი ბევრს ვერაფერს ხდება კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის შემთხვევების თავიდან აცილების საქმეში.

მილიონობით ფრანგი მოუთმენლად ელოდა თავისუფლების ბოლო ღამეს 16 ოქტომბერს, პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის გამოცხადებამდე, რომელიც სულ მცირე, ერთ თვეს მაინც გასტანს და რომლის შემოღებაც ახალი შემთხვევების საგანგაშო მატებით იყო ნაკარნახევი.

კომენდანტის საათის მიზანია, სახლში დატოვოს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი - საფრანგეთის მოსახლეობის 30 პროცენტი - საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე.

პარიზის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილების საწოლების დაახლოებით ნახევარი ამჟამად დაკავებულია კორონავირუსის პაციენტების მიერ.

16 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გერმანიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, რუსეთმა და პოლონეთმა იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც შეედრება გაზაფხულის მაჩვენებლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის 53 ქვეყანაში - ეს ჯგუფი მოიცავს რუსეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს - კორონავირუსის 7.25 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული და დაახლოებით 250 000 შემთხვევა - სიკვდილისა.

XS
SM
MD
LG