თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებების მუშაობა 22 საათამდე იქნება ნებადართული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ძალაში 16 ოქტომბრიდან შევა:
„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 366 თბილისშია დადასტურებული, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.