Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა...


მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ოპოზიციაში გადასვლით "ფიზიკური ტერორის" ბერკეტი გაუქრათ და ახლა "მორალურ ტერორს" იწყებენ. "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა 8-წლიანი მმართველობის შეჯამებისას თქვა, რომ ოპოზიციაში გადასული წინა ხელისუფლება ცდილობს ხალხში შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა დათესოს.

"რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა ისევ კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და საერთოდ, რა დღიდანაც ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია", - თქვა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს მუდმივად აკრიტიკებენ ეკონომიკური პრობლემების შექმნაში, კრიმინალისთვის ხელშეწყობაში, განვითარების შეჩერებასა და ა.შ.

XS
SM
MD
LG