Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-თურქეთის საზღვართან ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს


საქართველო-თურქეთის საზღვართან, კარწახის გამშვებ პუნქტის სიახლოვეს ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები აქციას მართავენ. მათი შეკრება მთიან ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა შალვა ბალახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მათ გზა გადაკეტეს [თურქეთიდან საქართველოში შემოსული სატვირთო მანქანების შესაჩერებლად]. მერის მოადგილის თქმით, მოძრაობა მალე აღდგება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარწახის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოსულმა თურქულმა სატვირთო მანქანებმა, შესაძლოა, საქართველოს გავლით იარაღი აზერბაიჯანს მიაწოდოს.

29 სექტემბერს ნინოწმინდიდან დაახლოებით 25 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს, სოფელ ჟდანოვთან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვდნენ სურსათისა და საბურავების გადატანას სომხეთში.

XS
SM
MD
LG