ვიდეო კომენტარები
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯის შესახებ
„ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებას ვურჩევ, რომ ყურადღებით მიუდგნენ ამ მნიშვნელოვან, მგრძნობიარე საკითხს და თავიანთ განცხადებებში იყვნენ მოზომილი, რათა ამან არ დააზიანოს ჩვენი ურთიერთობები... საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელიც არ შეიძლება იყოს განხილული და მოგვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა 24 სექტემბერს, თბილისში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.