Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე 87 ოჯახს საცხოვრებელ ფართს უკანონებს


თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადგილზე, რომელიც დაკანონებული არ ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემათ. როგორც კალაძემ დღევანდელ, 23 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა, 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი.

"მე მინდა მივმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ იმ უბნის გამგეობას, სადაც თქვენ ცხოვრობთ და იქ ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო, პროცესი რომ გაგრძელდეს და საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს", - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 900-მდე ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.

XS
SM
MD
LG