Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.

ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების პასუხისმგებელი ჯგუფები. ამ ჯგუფებს არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით დაევალათ უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და შესაბამისი პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

ბრძანების თანახმად, პოლიციელი ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი.

„დაუშვებელია, პოლიციელის (საპოლიციო ძალების წარმომადგენელის) ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG