Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნიას თქმით, წელს ქვეყანას სეზონური გრიპის 200 000-მდე ვაქცინა ექნება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფოს ამ დროისათვის უკვე შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა. ეს, მისი თქმით, უკვე იმაზე მეტია, რაც ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა. მისივე თქმით, ამას ემატება ე.წ. კომერციული ვაქცინა, რომელიც ყოველწლიურად 50-60 000 დოზის ფარგლებში შემოდის ქვეყანაში. თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ წელს მთლიანობაში 200 000-მდე ვაქცინა იქნება მობილიზებული:

„წელს, გვექნება დაახლოებით 200 000-მდე და კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ვაქცინა, ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა და შევისყიდოთ, რადგან გლობალურად ზოგადად დიდი მოთხოვნაა წელს ვაქცინებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ 22 სექტემბერს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG