ვიდეო კომენტარები
ცხინვალში ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ
რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, 28 წლის ინალ ჯაბიევის სიკვდილის შესახებ. ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ადანაშაულებდნენ დე ფაქტო შს მინისტრზე იგორ ნანიევზე, 18 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმაში. სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით ჯაბიევის ცხედარი მორგში დღეს მიასვენეს. საპროტესტო აქციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადადგომას მოითხოვენ. იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გადააყენეს.