Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციებია. ლუკაშენკა იმუქრება, რომ ორშაბათიდან აღადგენს წესრიგს


22 აგვისტოს შაბათს ბელარუსში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

კერძოდ დედაქალაქ მინსკში შეიკრიბა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, რომელმაც მოაწყო მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედნისკენ.

მათ საყვირებით მიაცილებდა ავტოკოლონა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, კგბ-ს შენობასთან მიახლოების დროს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდა „თავისუფლება“ და „ტრიბუნალი“.

დღესვე დილით თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალებამ კვლავ აღმართეს „სოლიდარობის ჯაჭვი“, ასევე გაიმართა ანტისამთავრობო ავტორბოლა.

22 აგვისტოს ქალქ ჰროდნოში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი, რომელზეც სიტყვით გამოვიდა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსნადრ ლუკაშენკა.

მან დაავალა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს, რომ შაბათ-კვირის გამოავლინონ „წამქეზებლები“ და „პროვოკატორები“, რომლებიც ხალხს გაფიცვებისა და დემონსტრაციებსკენ მოუწოდებენ.

ლუკაშენკას თქმით, ორაბათიდან ქვეყნაში უნდა აღდგეს წესრიგი. „ქარხნებს, რომლებიც გაიფიცებიან, ორშაბათიდან ბოქლომს დავადებთ და დავკეტავთ, - განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორშაბათიდან ხელისუფლება „უმკაცრესად აღკვეთს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებზე ნებისმიერ ზეწოლას“, რასაც, ლუკაშენკას თქმით, ე.წ. შავრაზმელების ასეულები ახორციელებენ.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში გაიმარჯვა არა ალექსანდრ ლუკაშენკამ(80%), არამედ მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, ბელარუსში საპროტეტსტო ქციების დროს დაიღუპა 4 ადამიანი.

19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.

XS
SM
MD
LG