Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდება


ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, 24 აგვისტოს ლიეტუვაში შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბიგუნს.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მოლაპარაკების დროს განიხილავენ ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

ამ საკითხზე, და ასევე ორმხრივ სამხედრო-დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.

ვრცელდება ინფორმაცია სტივენ ბიგუნის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სერგეი რიაბკოვმა, სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი იქნება ბელარუსში შექმნილი ვითარება.

„გარდა ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს გავმართოთ მასთან სიღმისეული მსჯელობა იმაზე, რაც შეეხება რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მანამდე, 22 აგვისტოს ჰროდნოს სამხედრო პოლიგონზე ყოფნის დროს ალიაქსანდ ლუკაშენკამ სამხედრო ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ქვეყანაშ ვითარება კლასიკური "ფერადოვანი რევოლუციის" სცენარით მიმდინარეობს..

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა დაავალა ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა და დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდალს, რომ მიიღონ „უმკაცრესი ზომები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“.

XS
SM
MD
LG