11 აგვისტოს საღამოს ბელარუსი მოწმე გახდა არჩევნების შემდგომი მორიგი საპროტესტო მღელვარებისა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების მზარდი რეპრესიების ფონზე ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას მთავარი პრეტენდენტი, სვიატლანა ციხანოუსკაია. მილიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების დასაშლელად კვლავ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. ძალოვნები ხელკეტებით ცემდნენ ადამიანებს და თავს ესხმოდნენ იმ მანქანებს, რომლებიც საყვირებით გამოხატავდნენ თავიანთ მხარადაჭერას მინსკის ქუჩებში გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი.