ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ უკვე ტრადიციულად ქცეული რუბრიკით „პარალელი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებზე – დიდ სპარსელ პოეტ ნიზამი განჯელსა და ჩვენს რუსთაველზე. მსოფლიო ლიტერატურის პირველი დიდი მსოფლიო შედევრი ვერგილიუსის „ენეიდის“ შემდეგ იყო ნიზამი განჯელის „ლეილი და მაჯნუნი“, ხოლო პირველი დიადი წიგნი ქრისტიანობაში იყო „ვეფხისტყაოსანი“. ნიზამი „ხამსეს“ ანუ ხუთწიგნეულის ავტორია, მაგრამ „ლეილი და მაჯნუნი“ განსაკუთრებით გამორჩეულია. ნიზამისა და რუსთაველის პოემებს შორის მსგავსება სერიოზულია. პირველი მსგავსება: ორივე პოემა შეკვეთითაა დაწერილი. მეორე მსგავსება: ნიზამიმ არაბული ამბავი სპარსულად გარდაქმნა, ხოლო რუსთაველმა, თითქოს სპარსული ამბავი – ქართულად. მესამე მსგავსება სიუჟეტის მსგავსებაა. ორ ახალგაზრდას ერთმანეთი შეუყვარდა. კაცმა ქალი დაინახა და გული წაუვიდა. ქალი კაცს გადაუკარგეს. კაცი გაიჭრა ბუნებაში, იცხოვრა ვეფხვებთან და ლომებთან ერთად. კაცს გამოუჩნდა მეგობარი, რომელმაც ხელი შეუწყო შეყვარებულების შეხვედრას. ეს „ლეილი და მაჯნუნის“ სიუჟეტია, მაგრამ ეს „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტიცაა. მსოფლიო ლიტერატურაში ხშირია სათაურები, რომლებშიც წყვილებია წარმოდგენილი: რომეო და ჯულიეტა, პოლი და ვირჯინი, ტრისტანი და იზოლდა, ალი და ნინო, ხოსროვი და შირინი, მაგრამ „ლეილი და მაჯნუნი“ ამ მხრივ გამორჩეულია. ჩვეულებრივ დიდი ფუნქციის (მაგალითად, სიყვარულის) ორი არგუმენტი ხვდება სათაურში ერთმანეთს, მაგრამ აქ გვაქვს არგუმენტი (ლეილი) და ფუნქცია (მაჯნუნი და არა კაისი). რა კავშირია "ვეფხისტყაოსნის" სათაურსა და ნიზამის პოემას შორის, რით განსხვავდება ორი პოემა მოქმედების განვითარების მიხედვით, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს რუსთაველი და ნიზამი, იყო რუსთაველი ნიზამის მიმდევარი თუ მეტოქე, მოესწრო თუ არა ნიზამი "ვეფხისტყაოსანს", რა მოხდებოდა, ორივე ეს პოემა რომ წაეკითხა დანტე ალიგიერის, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
პარალელი: რუსთაველი და ნიზამი
ეპიზოდები
-
დეკემბერი 20, 2021
ლევან ბერძენიშვილი - პერსონაჟი: კირილე მიმინაშვილი
-
ნოემბერი 30, 2021
ლევან ბერძენიშვილი: ოთარ ჭილაძე, რკინის საწოლი
-
ნოემბერი 20, 2020
ღვთაებრივი დანტე ალიგიერი
-
ოქტომბერი 26, 2020
ნობელიატი ლუიზ გლიუკი
-
ოქტომბერი 12, 2020
წითლისა და შავის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი
-
სექტემბერი 21, 2020
„ილიადა“