Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას ქარტია ეხმაურება


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს უკიდურესად შემაშფოთებლად აფასებს. ის ეხმაურება დღეს, 30 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომელის გაშვებას.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს.

ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაუშვა ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი, გიორგი მურვანიძე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გურამ ქადიძე, გრაფიკოს-მემონტაჟე.

ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე არიან ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას მათ აქტივობებს უკავშირებენ.

მაუწყებელში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დირექტორის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 სარჩელია შესული. ორი საჩივარით კი პროკურატურას მიმართეს, რომელშიც გოგა კოხრეიძეს თანამშრომლები დევნაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG