ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ორ უდიდეს მოვლენაზე კულტურის ისტორიაში: ბიტნიკების ეპოქის შედევრზე, კენ კიზის წიგნზე „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ და მილოშ ფორმანის ფილმზე (ჩვენთან ეკრანებზე გადიოდა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“). დასამალი არ არის, რომ არსებობს ღია და ფარული კონფლიქტები და განსხვავებები კინოსა და ლიტერატურას შორის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კონფლიქტი და განსხვავება მკითხველსა და მაყურებელს შორის. მკითხველი, ფაქტობრივად, ღმერთია. იგი იღებს მწერლის მიერ მოწოდებულ კოდებს, თავისი გემოვნებით ახდენს დეკოდირებას და აშენებს თავის გონებაში სრულიად უნიკალურ სამყაროს. კინოში მაყურებელი უყურებს, როგორ აუშენა ეს სამყარო რეჟისორმა და მთელმა კინოინდუსტრიამ. კენ კიზის წიგნი, კაცმა რომ თქვას, ანტიამერიკული წიგნია. მასში გამოყენებულია ის საშუალებები, რომლებიც კინოს არ გააჩნია. წიგნი დაწერილია ფსიქიკურად აშლილი ინდიელის მიერ. ეს ჰუმანისტური წიგნია, რომელიც შეგვახსენებს, რომ ლიტერატურა უმრავლესობის ოპოზიციაშია. აქაა პრინციპული სხვაობა. უმრავლესობის აზრს კინოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კენ კიზმა შექმნა მილდრედ რეტჩედის – ნაზი, სიმპათიური, ბოროტი, სახელმწიფოებრივი რობოტის - სახე, რომელიც ახრჩობს თავისუფლებას. მთავარი სხვაობა წიგნსა და კინოს შორის არა მხოლოდ მთავარი გმირის გამოცვლაა, არამედ ის, რომ ფორმანმა ანტიამერიკული წიგნისგან გააკეთა ანტიტოტალიტარული ფილმი. მსახიობების მსგავსება ისტორიულ პირებთან - ესენინთან, მეიერხოლდთან, მაიაკოვსკისთან - შემთხვევითი არ შეიძლება იყოს. წიგნი ძალიან პესიმისტურია, ფილმი კი - ოპტიმისტური, რადგან სისტემა ნგრევას იწყებს.
ეპიზოდები
-
დეკემბერი 20, 2021
ლევან ბერძენიშვილი - პერსონაჟი: კირილე მიმინაშვილი
-
ნოემბერი 30, 2021
ლევან ბერძენიშვილი: ოთარ ჭილაძე, რკინის საწოლი
-
ნოემბერი 20, 2020
ღვთაებრივი დანტე ალიგიერი
-
ოქტომბერი 26, 2020
ნობელიატი ლუიზ გლიუკი
-
ოქტომბერი 12, 2020
წითლისა და შავის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი
-
სექტემბერი 21, 2020
„ილიადა“