Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პროკურატურა იძიებს ბაქოში სტიქიური გამოსვლის დროს მომხდარ ძალადობას


აზერბაიჯანის პროკურატურამ კარანტინის წესების დაღვევისა და სახელმწიფო ქონების დაზიანების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც სომხეთის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო აზერბაიჯანის არმიის მხარადამჭერი მრავალრიცხოვანი აქციიის ზოგიერთმა მონაწილემ 14 ივლისის ღამით აზერბაიჯანის პარლამენტის წინ იერიში მიიტანა პოლიციაზე და შენობაში შეიჭრა.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ არმიის მხარდაჭერს ლოზუნგებს და ქვეყნის პრეზიდენტს მობილიზაციის გამოცხადებისკენ მოუწოდებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო აზერბაიჯანში აკრძალულია მასობრივი თავყრილობები და მოქმედებს მკაცრი სანიტარული ზომები, პოლიცია თავდაპირველად არ ერეოდა მსვლელობაში.

მაგრამ მოგვიანებით აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც აზერბაიჯანსი გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, პატრიოტული სულისკვეთებით დაწყებული აქციით ისარგებლეს პროვოკატორებმა, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, შეიჭრნენ პარლამენტის შენობის პირველ სართულზე და დააზიანებს სახელმწიფის ქონება.

იუწყებიან, რომ პოლიციამ რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავა.

მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

15 ივლისის დილით დემონსტრანტები ისევ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ. ნაწილმა კვლავ მოახერხა შენობის შიგნით შეღწევა, მაგრამ პოლიციამ ისინი შეავიწროვა, უკაუაქცია და გაფანტა.

აზერბაიჯანის 14 სამხედრო, მათ შორის, არმიის გენერალი და სომხეთის ოთხი ჯარიკაცი იქნა მოკლული სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვართან 12 ივლის დაწყებული შეტაკებების შედეგად.

მხარეები შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG