12 და 13 ივლისის აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე ინციდენტის შემდეგ მხარეებს საერთაშორისო თანამეგობრობა თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვრისპირა დაპირისპირების დაწყებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მისი ოთხი სამხედრო იქნა მოკლული და ხუთი დაჭრილი 12 ივლისს შეტაკების დაწყების შემდეგ. სომხეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ მისი სამი სამხედრო და ორი პოლიციელი დაიჭრა ამ ინციდენტის დროს.
ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საარტილერიო ცეცხლმა აზერბაიჯანის მხრიდან „უკან დაიხია“ 13 ივლისს გვიან, და რომ ერევანი სრულად აკონტროლებს სიტუაციას.
„პროვოკაციისთვის სრული პასუხიმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 13 ივლისს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს დასდო ბრალი „პროვოკაციაში“, რომელიც „უპასუხოდ არ დარჩება“.
ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.
ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.
ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.