Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ყოფილი ჟურნალისტის, ივან საფრონოვის ადვოკატები აცხადებენ, რომ გაასაჩივრეს თავიანთი კლიენტის წინასწარ პატიმრობაში მოთავსება


ივან საფრონოვი
ივან საფრონოვი

ყოფილი ჟურნალისტისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩევლის, ივან საფრონოვის ადვოკატები აცხადებენ, რომ გაასაჩივრეს თავიანთი კლიენტის წინასწარ პატიმრობაში მოთავსება სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს.

ევგენი სმირნოვმა და ივან პავლოვმა 8 ივლისს განაცხადეს, რომ მათ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, წინასწარი პატიმრობა შეუცვალონ უფრო მსუბუქი ზომით, რომელიც „არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან“.

პროკურორები საფრონოვს ადანაშაულებენ 2017 წელს ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ინფორმაციის გადაცემაში, რუსეთის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ, - აცხადებს მისი ადვოკატი ივან პავლოვი. საფრონოვი მაშინ ჟურნალისტად მუშაობდა. რუსეთი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციით საბოლოო მოსარგებლე ქვეყანა აშშ იყო, ამბობს პავლოვი.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში საფრონოვს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი დაპატიმრება ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა რუსი ჟურნალისტების და მკვლევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა, რამაც აღშფოთება გამოიწვია მათ ყოფილ კოლეგებში და ბიძგი მისცა ათეულობით საპროტესტო აქციას მოსკოვში, ფსბ-ს შტაბბინის წინ.

დღეს ივან საფრონოვის საქმის გამჭვირვალე გამოძიების მოთხოვნით გამოვიდნენ რუსეთის მთელი რიგი გამოცემები.

XS
SM
MD
LG