ვიდეო კომენტარები
გიგა ბოკერია ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებაზე, გიორგი რურუაზე, გერმანიის ელჩზე და სხვა საკითხებზე
„ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცება არის კარგი შედეგი... ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომ მიეღოთ საკუთარი ხმებით და ეს არის კარგი... მაგრამ ამით არ ამოწურულა საქართველოს წინაშე ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა - 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს მთლიანად და ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას... "ქართულ ოცნებას“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურდა საზოგადოების რაღაც ნაწილში ისევ გადაგდების პირობებში ეჩვენებინა, რომ ყველაფერი ნორმალურად არის, სინამდვილეში კი - არ არის ეს ნორმალური და ამიტომ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში "ევროპულმა საქართველომ".