Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ უკრაინას „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი მიანიჭა


ნატო უკრაინას კიდევ უფრო დაუახლოვდა მას მერე, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მიანიჭა „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი (EOP) მას მერე, რაც კიევმა აჩვენა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგულება

ეს სტატუსი ნაწილია ნატოს ინიციატივისა, რომლის მიზანი იმ „მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავებაა, რომლებმაც მნივშნელოვანი წვლილი შეიტანეს ნატოს მეთაურობით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში", წერია ნატოს 12 ივნისის განცხადებაში, რომელიც გვამცნობს, რომ „უკრაინამ თავისი ჯარი მიავლინა სამოკავშირეო ოპერაციებში, ავღანეთის და კოსოვოს ჩათვლით, ასევე ნატოს რეაგირების ძალებსა და ნატოს მანევრებში“.

განცხადების თანახმად, ახალი სტატუსი უკრაინას შესაძლებლობას მისცემს სარგებელი ნახოს „ურთიერთქმედების პროგრამებზე და წვრთნებზე უფრო ფართო წვდომის მხრივ და ასევე, ინფორმაციის უფრო ფართო გაცვლის თვალსაზრისით“.

თუმცა, ნატოს განცხადებით, ახალი სტატუსი „ალიანსში წევრობის შესახებ გადაწყვეტილების წინასწარ შეფასებას“ არ წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG