Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია შიდა ტურიზმზე: იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია


დმანისის ნაქალაქარი
დმანისის ნაქალაქარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ბევრი ადგილია, რომელიც ქართველებსაც არ უნახავთ. შიდა ტურიზმის გახსნის საკითხზე საუბრისას მან თქვა, რომ 15 ივნისიდან ქართველებმა საქართველოში უნდა იმოგზაურონ:

„იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია ხოლმე. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, და კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, ნიქოზში, სადაც იგი ადგილობრივ ფერმერებს ხვდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნის.

XS
SM
MD
LG