Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილის თქმით, პირბადის გარეშე ყოფნისთვის ჯარიმა არა 50, არამედ 30 ლარამდე იქნება


მმართველი პარტია პირბადეების არტარებისთვის, 50-ის ნაცვლად, ახლა უკვე 20-დან 30 ლარამდე ჯარიმის დაწესებაზე ფიქრობს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეს საკითხი კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

"ამის მოტივაცია გახლავთ ის, რომ არ გვინდა მძიმე ტვირთად დააწვეს ეს ჩვენს საზოგადოებას", - ამბობს ის.

დაახლოებით ერთი კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პირბადეების არტარებისთვის სანქციების დაწესებაზე ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მალევე კი გაჟღერდა, რომ ამისთვის 50-ლარიანი სანქცია იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG